გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

იეგოიანის დებიუტი ერედივიზიონში

გააზიარეთ

ნიდერლანდების ერედივიზიონში ქართველი ნახევარმცველის, ირაკლი იეგოიანის, სადებიუტო შეხვედრა შედგა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა პირველი მატჩი ექსპელსიორის მაისურით მესამე ტურში გამართა, სადაც მისი გუნდი უტრეხტს დაუპირისპირდა.

იეგოიანი სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა და მოედანზე 71 წუთი გაატარა. შეხვედრა ექსპელსიორისთვის უიღბლო აღმოჩნდა – გუნდი 1:4 დამარცხდა.

ირაკლი იეგოიანი როტერდამულ კლუბს ცოტა ხნის წინ ვიტესიდან შეუერთდა. ექსპელსიორი სეზონს რთულად იწყებს და ამ ეტაპზე ქულების გარეშე ბოლო პოზიციაზეა.

მომდევნო ტურში, 30 აგვისტოს, როტერდამელები საკუთარ მოედანზე ტვენტეს მიიღებენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები