გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კაირატმა ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიული ქულა მოიპოვა

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კაირატმა საკუთარ მოედანზე პაფოსს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ დასრულდა. ეს შედეგი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ყაზახური კლუბისთვის, რადგან გუნდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ისტორიაში პირველი მოიპოვა.

შეხვედრაში გიორგი ზარია სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა მეორე ტაიმში, 61-ე წუთზე თამაშში ჩაერთო. ქართველმა ნახევარმცველი შეტევაში აქტიურობით გამოირჩა — ორჯერ დაარტყა კარის მიმართულებით, ერთ შემთხვევაში ბურთი მეკარემ მოიგერია, მეორე დარტყმა კი მცირედით აცდა მიზანს. ზარიას მატჩში 6.8 ქულა დაუწერეს.

ეს ზარიას მეორე გამოჩენა იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. მისი დებიუტი მადრიდის რეალთან შედგა, სადაც გუნდი სტუმრად დამარცხდა.

კაირატმა პირველ ტურში ლისაბონის სპორტინგთან 1:4 წააგო, მეორე ტურში რეალთან 0:5 განადგურდა, ხოლო მესამე ტურში ისტორიული ქულა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ პაფოსი მეოთხე წუთიდან მოედანზე ათი კაცით იყო.

მომდევნო შეხვედრას ყაზახური კლუბი 6 ნოემბერს მილანის ინტერთან გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ლეგიონერები