გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კვარაცხელიამ საგოლე პასი მიითვალა – პსჟ დამარცხდა

გააზიარეთ

ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში საგოლე პასი გააკეთა.

მოკასთან შეხვედრაში  პარიზელებმა ანგარიში 31-ე წუთზე გახსნეს. ხვიჩა კვარაცხელიამ ბურთი საჯარიმოში მიიღო. მისი ჩაწოდების შემდეგ პსჟ-ს კაპიტანმა მარკინოსმა გაიტანა.

58-ე წუთზე მონაკომ ანგარიში გაათანაბრა. პარიზელი მცველების დაბნეულობით პორტუგალიელმა ნაზინიიმ იხეირა.

68-ე წუთზე ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა. კვარაცხელიას გასვლიდან რამდენიმე წუთში, კერძოდ
72-ე წუთზე მონაკო წინ ბელგიელმა სტანის იდუმბო მუზამბომ გაიყვანა.

დარჩენილ დროში პსჟ-მ ვერაფერი ვერ შეცვალა და საბოლოოდ, 1:2 წააგო.
პარიზელებს ამ დროისთვის, მხოლოდ 2 ქულა აქვთ და მე-12 ადგილზე იმყოფებიან.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები