გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ლაშა დვალის მორიგი კარგი მატჩი

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი რომ კვიპროსული აპოელიდან სოფიას ცსკა-ში გადაბარდგა არახალი ამბავია. ქართველ ფეხბურთელს ზაფხულის მოსამზადებელი ეტაპი თითქმის სრულად გაუცდა, რადგან ახალ გუნდს სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს შეუერთდა და ალბათ სწორედ ამით იყო განპირობებული, რომ ვილი სანიოლიმ ის სექტემბრის სანაკრებო მატჩებში არ გამოიძახა.

სასიხარულოა, რომ ქართველი ფეხბურთელი სასურველ ფორმაში სწრაფად შედის, რისი დასტურიც ბულგარეთის ჩემპიონატში ნათამაშები მატჩებია.

ჩემპიონატის მე-10 ტურში სოფიას ცსკა ბოტევს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. 30 წლის ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და გუნდის გამარჯვებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. პირველი ტაიმის ბოლოს, სწორედ დვალის დიაგონალური გადაცემის შემდეგ წარმოწყებულ შეტევას მოჰყვა გოლი ბოტევის კარში და სტუმრებმა ანგარიში გახსნეს.

ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა ახლაც და წინა ტურშიც. ეს ფაქტორი კი ნამდვილად გვახარებს, რადგან ოქტომბერში ჯვაროსნებს ორი საკვანძო დაპირისპირება ელით ესპანეთის და თურქეთის წინააღმდეგ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები