გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ლეივერის თასი მსოფლიომ მოიგო

გააზიარეთ

ლეივერის თასის რიგით მერვე გათამაშება მსოფლიო ნაკრების გამარჯვებით 15:9 დასრულდა. აღნიშნული ტურნირი საჩოგბურთო სამყაროში 2017 წელს გამოჩნდა და დიდად პრესტიჟულიც გახლავთ.

წლეულს, ევროპის ნაკრებში თავი მოიყარეს ესპანელმა ტალანტმა კარლოს ალკარასმა, გერმანელმა მიხაილ ზვერევმა, ნორვეგიელმა კასპერ რუდმა, დანიელმა ჰოლგერ რუნემ, იტალიელმა ფლავიო კობოლმა და ჩეხმა იაკუბ მენშიკმა, გუნდის კაპიტანი კი წარსულში გამოჩენილი ფრანგი მეჩოგნე იანიკ ნოა გახლდათ.

რაც შეეხება მსოფლიო ნაკრებს, რომელსაც დიდებული ანდრე აგასი კაპიტნობდა, სან-ფრანცისკოში გამართულ ტურნირზე ამერიკელების – ტეილორ ფრიცის, რეი ოპელკას და ალექს მიკელსენის, ავსტრალიელი ალექს დე მინორის, ბრაზილიელი ჟუან ფონსეკას და არგენტინელი ხუან მანუელ ჩერუნდოლოს შემადგენლობით წარსდგნენ.

როგორც თავში მოგახსენეთ გამარჯვება მსოფლიოს ნაკრებმა იზეიმა, ხოლო საერთო ანგარიში 5:3 გახლავთ ევროპელთა სასარგებლოდ.

გაისად, ლეივერის თასს ლონდონი უმასპინძლებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ჩოგბურთი