გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ნულოვანი ფრე თელავში

გააზიარეთ

ეროვნული ლიგის 22-ე ტურში „კავკასიონი არენაზე“ თელავმა თბილისის დინამოს უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და სტუმრები პირველივე ტაიმში კაცნაკლულნი დარჩნენ — მე-20 წუთზე ორი ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან ჯაბა კანკავა გააძევეს.

მეორე ტაიმში სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა: 79-ე წუთზე უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათი ბარნს ოსეიმ მიიღო, რის შემდეგაც დინამო მოედანზე 9 ფეხბურთელით დარჩა. მიუხედვად ამისა, თელავმა მაინც ვერ შეძლო გატანა.

სატურნირო ცხრილში დინამო 37 ქულით მესამე პოზიციას იკავებს, ხოლო თელავი 18 ქულით მეცხრე ადგილზეა და მხოლოდ ფოთის კოლხეთს უსწრებს ოთხი ქულით.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ფეხბურთი