გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

პირველად ისტორიაში – მაროკოს ტრიუმფი

გააზიარეთ

ჩილეში მსოფლიოს ჩემპიონატი 20 წლამდე ფეხბურთელთა შორის მაროკოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ტურნირის ფინალში აფრიკელებმა არგენტინა სენსაციურად 2:0 დაამარცხეს.

ფინალური დაპირისპირების გმირად პორტუგალიური ფამალიკაოს ფეხბურთელო იასირ ზაბირი მოგვევლინა, რომელმაც პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა და მატჩიც ასე დასრულდა.

მაროკოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიგო ფიფა-ს 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი. აქამდე ამ გუნდის საუკეთესო შედეგი 2005 წელს მოპოვებული მესამე ადგილი გახლდათ. რაც შეეხება არგენტინას, ამ მხრივ სამხრეთ ამერიკელები ტურნირის რეკორდსმენები არიან, რომელთაც ტურნირის მოგება მეშვიდედ შეეძლოთ.

ჩილეში დასრულებულ შეჯიბრებაზე მესამე ადგილი კოლუმბიამ დაიკავა, რომელმაც ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში საფრანგეთი 1:0 დაამარცხა.

20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი მაროკოელი ოტმან მაამა გახდა, რომელიც ამ მაჩვენებლით ისეთ მოთამაშეებს შეუერთდა, როგორებიც ლიონელ მესი, დიეგო მარადონა, სერხიო აგუერო და პოლ პოგბა არიან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ფეხბურთი