გამოგვიწერეთ

ნაკრები

რატომ მეურვეობდა კიტეიშვილი დემირალს – ოთარის პასუხი

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქეთთან გასვლაზე გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა (4-1), რის შედეგადაც მუნდიალზე კვალიფიკაციის შანსი დაკარგა.

თურქეთთან მატჩი კრიტიკას ვერ უძლებდა, განსაკუთრებით კი სტანდარტულების დაცვისას. თურქმა მცველმა მეჰდი დემირალმა, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო, ორი გოლის გატანა მოახერხა, რაც ნაწილობრივ იმის დამსახურებაცაა, რომ მას 20 სანტიმეტრით დაბალი ოთარ კიტეიშვილი მეურვეობდა.

ამ საკითხზე ოთარმა მატჩის შემდეგ მედიის კითხვას უპასუხა:

“მსგავსი დავალება არ მიმიღია, უბრალოდ ჩემს ზონაში ვიდექი. არსებობს ორი შრე, ოთხი ფეხბურთელი, რომელმაც ბურთზე უნდა ითამაშოს და ხუთი ფეხბურთელი, რომელმაც უბრალოდ მეტოქე უნდა დაბლოკოს, მე სწორედ მეორე ზონას მივეკუთვნებოდი.

ბურთზე სხვა ფეხბურთელს უნდა ეთამაშა, ზონური დაცვის დროს ინდივიდუალური მეურვეობა არ არსებობს, თუმცა ჩვენი ხარვეზის გამო დემირალმა ეს უპირატესობა გამოიყენა”, – განაცხადა კიტეიშვილმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ნაკრები