
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ქოჯაელის პროვინციის ქალაქ იზმითში გაიმართა. მატჩამდე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იქნა მიღებული და ქართველ ქომაგებს ტრადიციული მატჩისწინა მსვლელობის საშუალება არ მიეცათ.
მასპინძლებს განსაკუთრებული გულშემატკივრობა რომ ექნებოდათ ეჭვი არავის ეპარებოდა, უბრალოდ გამაღიზიანებელია, როდესაც მეტოქეს პატივს არ სცემ და მის სახელმწიფო ჰიმნს სტვენით ხვდები. თურქეთის ნაკრების ლიდერმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ დღევანდელ მატჩში ეროვნული გუნდის მაისური მეასედ მოირგო.
შეხვედრა ვინჩენცო მონტელას გუნდის უპირატესობით დაიწყო და მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა. თამაში საქართველოს ნაკრების ნახევარზე მიდიოდა და ქართველ ფეხბურთელებს 2-3 პასის გადაბმაც კი უჭირდათ. ამის მიუხედავად, პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი ქართველმა ფეხბურთელებმა შექმნეს. სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ, ზურიკო დავითაშვილი შევიდა საჯარიმოში და მახვილი კუთხიდან დაარტყა, თუმცა ბურთი გარედან მოხვდა კარის ბადეს.
შემდეგ კი, ჩვენი ნაკრებისთვის კატასტროფა დაიწყო. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, განსაკუთრებით დაცვით ფაზაში, კოშმარულ შეცდომებს უშვებდნენ. თურქეთთან წინა მატჩის მსგავსად, დღესაც ძალიან ცუდი იყო ოთარ კაკაბაძე. ასევე, საკმაოდ არადამაჯერბლად მოქმედებდა დაცვის ცენტრი ლოჩოშვილი-გოგლიჩიძის დუეტი, რომლებიც რიგ ეპიზოდებში ზედმეტად მაღლა ამოდიოდნენ და თურქთა ე.წ. “დაფარულ” პასებს ვერაფერ უხერხებდნენ. სანიოლი ოპტიმალური დაცვის ძიებაშია და ბოლო მატჩები არაერთ ვარიანტს ცდის, მაგრამ ფაქტია ჯერ ვერც იდეალურ ვარიანტს მიაგნო და ვერც შეცდომებზე სწავლობს.
თურქებმა ანგარიში მე-14 წუთზე გახსნეს. აბდულქერიმ ბარდაქჩის პასის შემდეგ, ქენან ილდიზი მეკარესთან პირისპირ დარჩა და თურქმა შემტევმაც ოსტატურად გადაუგდო ბურთი თავზე წინ გამოსულ მამარდაშვილს. 22-ე წუთზე ამჯერად ოთარ კაკაბაძეს ჰაკან ჩალჰანოღლუმ მარტივად აუარა გვერდი და მერიჰ დემირალსაც ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. 35-ე წუთზე კი, იუნუს აკგუნმა მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
მეორე ტაიმში არც არაფერი შეცვლილა. პრინციპში ფეხბურთს უბურთოდ ვერ ითამაშებ და როცა ბურთი არ გაქვს რა უნდა შეცვალო? პირიქით, მალევე მეოთხე გოლის გაგვიტანეს და ყველაფერი დაასრულეს. მერიჰ დემირალმა დუბლი შეასრულა.
საქართველოს ნაკრებმა პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა. 65-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის პასით გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
საბოლოოდ, 4:1 თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ და მსოფლიო ჩემპიონატზე ოცნება ოცნებადვე რჩება. აღნიშნულ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს გადამწყვეტი მატჩები თურქეთთან ჰქონდა და ფაქტია ტაქტიკურად ორივე მატჩში დაგვჯაბნეს. ვფიქრობთ, მოვიდა ცვლილებების დრო.
ტატო ნიკურაძე E-tablo-სთვის იზმითიდან
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 5 საათის agoესპანეთი საქართველოში ჩამოსასვლელად მზად არის
გააზიარეთ15 ნოემბერს საქართველოს ესპანეთის ნაკრები ეწვევა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეხუთე ტურს ითამაშებენ....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 5 საათის agoსაქართველო ამერიკისთვის დაირაზმა
გააზიარეთსაქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა 8 ნოემბერს აშშ-სთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 6 საათის ago19 წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო რაუნდს იწყებს
გააზიარეთსაქართველოს 19 წლამდე ნაკრები, 12-18 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ხორვატიას, სერბეთსა და გიბრალტარს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი