გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ქოჩორაშვილის დრო მოვიდა

გააზიარეთ

გიორგი ქოჩორაშვილი პორტუგალიურ გრანდში, ლისაბონის სპორტინგში ნელ-ნელა ამტკიცებს საკუთარ შესაძლებლობებს და როგორც ჩანს, მალე ძირითადშიც ვიხილავთ.

26 წლის ქართველი ნახევარმცველი ზაფხულში ლევანტედან გადავიდა სპორტინგში, თუმცა გუნდს ჯანმრთელობის პრობლემებით შეუერთდა და სეზონის წინ ძირითადად ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. სწორედ ამის გამო, რუი ბორჟესის გუნდის ოფიციალურ შეხვედრებში აქამდე მხოლოდ შეცვლიდან შედიოდა.

სპორტინგმა სეზონი კარგად დაიწყო – სუპერთასზე ბენფიკასთან მარცხის შემდეგ, ჩემპიონატში ზედიზედ სამი მატჩი მოიგო. ყველა შეხვედრაში სასტარტოში თამაშობდა იაპონელი ჰიდემასა მორიტა, რომელსაც ქოჩორაშვილი უმეტესად მეორე ტაიმში ცვლიდა.

თუმცა ნასიონალთან გამართულ მატჩში სურათი შეიცვალა. მორიტა პირველ ტაიმში დაშავდა და ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე თითქმის საათი გაატარა.

პორტუგალიური მედია ვარაუდობს, რომ ქოჩორაშვილი შესაძლოა მომდევნო ტურში, პორტუსთან პრინციპულ დაპირისპირებაში, სასტარტოში ვიხილოთ.

კლასიკო 30 აგვისტოს ლისაბონში გაიმართება. ორივე გუნდი სეზონს გამარჯვებებით იწყებს და პრინციპული დაპირისპირების წინ რუი ბორჟესს იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწევს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მორიტამ დროულად მოასწროს გამოჯანმრთელება, ამიტომ სასტარტო შემადგენლობისთვის მთავარი კანდიდატი ქოჩორაშვილია.

ქართველმა ნახევარმცველმა სპორტინგის მაისურით ჯერჯერობით ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (ჯამში 103 წუთი), თუმცა შედეგიან მოქმედებას ჯერ ვერ მიაღწია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები