გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“ყველა თამაში მესიჯია მათდამი”, – ხვიჩას კომენტარი

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში პსჟ-მ ლევერკუზენის ბაიერი გამანადგურებელი ანგარიშით, 6-2 დაამარცხა.

ერთ-ერთი საუკეთესო იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გოლიც გაიტანა და გუნდელსაც გაატანინა. მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

“ტიტულის შენარჩუნებამდე დიდი გზაა, მაგრამ ვიცით, რომ ამის რესურსი გვაქვს. დღევანდელი თამაში მნიშვნელოვანი იყო, ადრეული გოლი გავიტანეთ და მეტოქე ყველა ასპექტში დავჯაბნეთ.”

ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა დღევანდელი მატჩი ერთგვარი მესიჯი მიუნხენის ბაიერნისადმი, ვისაც პარიზელები შემდეგ ტურში დაუპირისპირდებიან, ხვიჩამ ამგვარად უპასუხა:

“ვფიქრობ, ყველა მატჩი მესიჯია ყველა მეტოქისადმი. არ აქვს მნიშვნელობა მეტოქეს, ჩვენ მოედანზე სულ მოსაგებად გავდივართ. ახლა გრძელი გზა იწყება და ბევრი შრომა გვმართებს”, – განაცხადა მან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ლეგიონერები