გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შერმადინი რჩება – გიორგიმ გადაწყვეტილება შეცვალა

გააზიარეთ

გიორგი შერმადინი ევრობასკეტ 2025-ის დასრულების შემდეგ სანაკრებო კარიერის დამთავრებას აპირებდა, თუმცა, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება შეცვალა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია იტყობინება, რომ შერმადინმა ნაკრების დატოვება დროებით გადაიფიქრა და გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ნოემბრის ფანჯარაზეც დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანი ცენტრი სანაკრებო კარიერის დასრულებას ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც აპირებდა, თუმცა გადაწყვეტილება მაშინაც შეცვალა.

შერმადინმა სულ ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატზე ჩაგდებული ქულებით მანუჩარ მარკოიშვილს გადაასწრო და ქართველ კალათბურთელებს შორის მესამე ადგილს იკავებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი