გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველო შეკრებას ლატვიაში დაასრულებს

გააზიარეთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადების პირველი, თბილისური ეტაპი დაასრულა და მოსამზადებელ ეტაპს ლატვიაში დაასრულებს.

ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი გენერალურ შეკრებას ზღვისპირა კურორტ იურმალაში გაივლის და მოახლოებული ორი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მოემზადება.

შეგახსენებთ, 2 ივლისს ჩვენები უკრაინასთან რიგაში ითამაშებენ, ხოლო 5 ივლისს ესპანეთს საკუთარ მოედანზე დაუხვდებიან. საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვთ, მაგრამ ამ მატჩებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან გუნდებს აქ დაგროვილი ქულები მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ, სადაც კიდევ ექვსი მატჩი ელით. ამ ჯამური შედეგით გაირკვევა, მოიპოვებენ თუ არა მსოფლიო პირველობის საგზურს.

თბილისური შეკრების შედეგად, მთავარმა მწვრთნელმა ლატვიაში წასაყვანი 14-კაციანი შემადგენლობა შეარჩია: რატი ანდრონიკაშვილი (ალფტანესი, ისლანდია), გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), ლუკა ალავიძე, კახა ჯინაჭარაძე (ორივე ქუთაისი), დუდა სანაძე (მალიორკა, ესპანეთი), სანდრო სანაძე, გიორგი კობახიძე (ორივე მარგვეთი), ალექსანდრე ფევაძე, გიორგი ტურძილაძე (ორივე თსუ), ბექა ბურჯანაძე (გრანადა, ესპანეთი), გიორგი კორსანტია (გიპუზკოა, ესპანეთი), ალექსანდრე მერკვილაძე (ოსტენდე, ბელგია), ვილი ისიანი (რუსთავი), გოგა ბითაძე (ორლანდო, NBA).

გუნდს ლატვიაში კიდევ სამი კალათბურთელი შეურთდება: სანდრო მამუკელაშვილი (ტორონტო, NBA), თორნიკე შენგელია (ბარსელონა, ესპანეთი), მარკიზ რიდი (ტრაბზონი, თურქეთი).

ოფიციალურ თამაშებამდე ჩვენი გუნდი ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს: 24 ივნისს იურმალაში ანგოლას ეთამაშება, ხოლო 28 ივნისს, რიგაში, ლატვიას გაეჯიბრება.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად კალათბურთი