გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ძელი და დასანანი მარცხი გლაზგოში

გააზიარეთ

გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მეორე ტაიმში მაინც გატყდნენ და 1:2 დამარცხდნენ. გრაცის შტურმზე მოგახსენებთ, რომელმაც ევროპა ლიგის ფაზის მესამე ტურში გლაზგოში ადგილობრივ სელტიკთან პირველ ტაიმში დაწინაურება კი მოახერხა, თუმცა მეორე ნახევრის შუაწელს სამ წუთიან ინტერვალში ორი გოლი გაუშვა.

ავსტრიული გუნდის რიგებში 78-ე წუთამდე ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა. ქართველი ნახევარმცველი გოლის გატანასთანაც ახლოს იყო, როდესაც მატჩის 30-ე წუთზე მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა.

ამრიგად, ოთარ კიტეიშვილის შტურმი ევროპა ლიგის მთავარ ეტაპზე სამი ტურის შემდეგ ამდენივე ქულით სატურნირო ცხრილში საპლეიოფო ზონის მიღმაა, მაგრამ წინ კიდევ არაერთი მატჩია.

ავსტრიული გუნდი მომდევნო ტურში 6 ნოემბერს ინგლისურ ნოტინგემს უმასპინძლებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ფეხბურთი