გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

“არც დემბელე, არც ვიტინია, ოქროს ბურთს ენრიკე იმსახურებს”, – რას წერს ესპანური მედია

გააზიარეთ

პსჟ ზღაპრულ სვლას განაგრძობს – გუნდი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია და კიდევ ერთი ტიტულის მოგებას უახლოვდება.

გუშინ მათ მადრიდის რეალი 4:0 გაანადგურეს. მატჩის შემდგომ Marca-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე შეაქო:

“ოქროს ბურთს არა ლამინ იამალი, უსმან დემბელე, ნუნო მენდეში ან ვიტინია, არამედ ლუის ენრიკე იმსახურებს.  სეზონის მთავარი ტრიუმფატორი ენრიკეა, რომელმაც ნამდვილი მანქანა შექმნა. ეს გუნდი პეპ გვარდიოლას ბარსელონასა და მანჩესტერ სიტის უწევს კონკურენციას.

უსმან დემბელე ნათელი მაგალითია, თუ როგორ ტრანსფორმირდება ფეხბურთელი კარგი მწვრთნელის წყალობით – ის ყოველთვის ზარმაცი ფეხბურთელი იყო, ახლა კი ბურთით თუ უბურთოდ ნამდვილ მხეცად იქცა”, – წერს მარკა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები