გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

არ ვიცი, სამართლიანი იყო თუ არა, მაგრამ ბედნიერი ვარ – ლუის ენრიკე

გააზიარეთ

პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ევროპის სუპერთასზე ტოტენჰემთან გამარჯვების შემდეგ საკუთარ ემოციებზე და მატჩზე საუბრობს:

„მართალია, მხოლოდ 5-6 დღეა ვვარჯიშობთ, მაგრამ ამ ტიტულის მოპოვება მაინც შევძელით. ეს დაუჯერებელია, ისევე როგორც ჩვენი გულშემატკივრები – ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან და შედეგის მიუხედავად გვიჭერენ მხარს.

ვფიქრობ, „ტოტენჰემმა“ ძალიან კარგად ითამაშა — ისინი ჩვენზე მომზადებულები და ძლიერები იყვნენ. რთულ სიტუაციაში მოგვიწია თამაში, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ვერ ვიტყვი, იყო თუ არა შედეგი აბსოლუტურად სამართლიანი, მაგრამ ფეხბურთი ასეთია და გამარჯვება გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა. უნდა მოვუმატოთ.

ჩემი ფეხბურთელებისგან ყოველთვის მეტს ველი,“ – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენი მომდევნო შეხვედრას 17 აგვისტოს, ნანტის წინააღმდეგ, საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ფეხბურთი