გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ტომას ფრანკი – ტიტულთან ახლოს ვიყავით

გააზიარეთ

ლონდონის ტოტენჰემსა და პსჟ-ს შორის უეფას სუპერთასის დაპირისპირება მართლაც რომ სუპერ თამაში გამოდგა. ინგლისური გუნდი 85-ე წუთამდე ორბურთიანი სხვაობით იგებდა და ამ პრესტიჟულ ჯილდოსთან ხელის გაწვდენაზე იყო, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და საბოლოოდ პენალტების სერიაში ფრანგულმა გრანდმა იმარჯვა.

ცხადია, გულნატკენია ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი ტომას ფრანკი, რომელმაც მედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

გვსურდა პრემიერლიგა მაჟორულ ნოტაზე დაგვეწყო, მაგრამ არ გამოგვივიდა. რა თქმა უნდა ამის გამო იმედგაცრუებულები ვართ. ტიტულთან ძალიან ახლოს ვიყავით და მცირე მოდუნება მარცხის ფასად დაგვიჯდა.

მიუხედავად ამ მტკივნეული მარცხისა სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. ვფიქრობ ეს საკვანძო მიმართულებაა, რადგან წინ გრძელი და მომქანცველი სეზონია.

შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. დღეს ვაჩვენეთ, რომ მსოფლიოს ნებისმიერ გუნდთან თამაში თანაბრად შეგვიძლია. ეს არის ის პოზიტივი, რაც ამ მატჩმა დაგვანახა“ – აღნიშნა ტოტენჰემის თავკაცმა.

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები