გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ეკო გორგოძის 45-ე ტიტული

გააზიარეთ

იტალიის ქალაქ რუანდეში დასრულებული 125 ათასიანი ტურნირის გამარჯვებული ეკატერინე გორგოძე გახდა, ოღონდ ამ წარმატებას წყვილთა თანრიგში მიაღწია.

ქართველი ჩოგბურთელის მეწყვილა იტალიელი ნიკოლ ფოსა ჰუერგო გახლდათ, რომელიც რეიტინგის 256-ე ნომერია. ქართულ იტალიურმა დუეტმა ფინალამდე ორი ბარიერი გადალახა, ხოლო გადამწყვეტი მატჩი იტალიელთა დუეტს – ფედერიკა ურგესსა და აურეო ძანდედესკის მოუგეს -3:6, 6:1, 10:4.

33 წლის ეკო გორგოძესთვის, რომელიც WTA-ს კლასიფიკაციაში 227-ე პოზიციაზეა ეს წყვილთა შორის კარიერაში 45-ე ტიტულია.

იტალიიდან გორგოძე ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გადაინაცვლებს და იქაურ საერთაშორისო ტურნიზე მოსინჯავს ძალებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი