გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

რევანში ჩენდუში – ბასილაშვილი წინ მიიწევს

გააზიარეთ

ამას წინათ გამცნეთ, რომ ჩინეთის ქალაქ ჩენდუში მიმდინარე 250-იანი კატეგორიის ტურნირზე ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც ამჟამად რეიტინგის 114-ე ნომერია.

ქართველმა მეჩოგნემ საკვალიფიკაციო ეტაპზე იაპონელი და ავსტრალიელი კოლეგები დაამარცხა, მთავარ ბადეში კი პირველ მეტოქედ არგენტინელი სებასტიან ბაეზი უნდა ჰყოლოდა, თუმცა ეს უკანასკნელი ტრავმის გამო ტურნირს ჩაეხსნა და ჩვენებურსაც მოწინააღმდეგედ ე.წ. „ლაქი ლუზერის“ სახით ბრიტანელი ბილი ჰარისი ერგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰარისს კორტზე აქამდე ერთხელ უკვე გადაჰყროდა და ის დაპირისპირება ტკბილად ნამდვილად არ გაახსენდება. 2023 წელს, ერთ-ერთ ჩელენჯერზე ბრიტანელმა ქართველს ორ სეტში მოუგო, რევანში კი ჩენდუში შედგა.

ბასილაშვილისთვის მატჩი არცთუ ისე სახარბიელოდ დაიწყო და პირველ სეტში 1:4 აგებდა, თუმცა მან ეს სოლიდური ჩამორჩენა აღმოფხვრა და პარტიაც ტაიბრეიქზე მოიგო. რაც შეეხება მეორე სეტს, მას ქართველი ჩოგბურთელი სრულად აკონტროლებდა – 6:3.

ჩენდუს ტურნირის 1/8 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი მაკენზი მაკდონალდსი იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი