გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

დილამ გაგრა გაანადგურა

გააზიარეთ

ეროვნული ლიგის 29-ე ტურში გორის დილამ საკუთარ მოედანზე გაგრას შანსი არ დაუტოვა და დიდი ანგარიშით იმარჯვა.

შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, თუმცა შესვენების შემდეგ გორელებმა მეტოქეს აშკარად აჯობეს. გამორჩეული იყო დეო ბასინგა, რომელმაც ორჯერ გაიტანა და გუნდის ლიდერი იყო ამ შეხვედრაში. დუბლით თავი გამოიჩინა აბდალა ხლაიხალიმაც, ხოლო საბოლოო ანგარიში ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა დააფიქსირა – 5:0 დილას სასარგებლოდ.

გორელები 62 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერები არიან და მომდევნო ტურში იბერიას სტუმრად შეხვდებიან.

გაგრას კი ამ ეტაპზე 33 ქულა აქვს და შემდეგ თამაშს დინამო ბათუმთან ჩაატარებს.

გაგრას ახალი მწვრთნელის, ჟელკო ლიუბენოვიჩის დებიუტი წარმატებულად ვერ შედგა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი