გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ესპანელმა სკაუტმა ტაბატაძე სნეიდერს შეადარა

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნული ლიგიდან ესპანურ კადისში გადასულმა იური ტაბატაძემ სეგუნდა დივიზიონში ბევრი გააოცა. 25 წლის ჩვენებურმა ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა. უფრო მართლები ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ ტაბატაძემ ეს 40 წუთში მოახერხა. საქმე ის არის, რომ ორივე თამაშში შეცვლაზე შევიდა: პირველად მოედანზე ხუთი წუთი დაჰყო, მეორედ – 35.

ტაბატაძის გოლები ორივე მატჩში ქულების მომტანი აღმოჩნდა. ალბასეტესთან (2:1) გუნდს მოაგებინა; სოსიედად B-სთან (3:3) ქულა გადაურჩინა.

ჩვენებურის პლუს-მინუსებზე ზე ესპანელი სკაუტი ექტორ ფიდალგო საუბრობს…

„ტაბატაძე არ იბრძვის ბურთისთვის, არ მიდის პრესინგზე, მაგრამ როგორც კი მომენტი ექმნება, გოლს იტანს. უჭირს დიდი ლიგისთვის დამახასიათებელი მაღალი ტემპის აყოლა. ტიპური ქართველი ფეხბურთელია – შრომისმოყვარე და მაღალი კლასის, მაგრამ ტაქტიკურად ნაკლებად განსწავლული. ამიტომაც არის, რომ საქართველოს ნაკრებში ვერ ხვდება. თუკი კონკურენტულ რიტმში ჩაჯდება, ეროვნული გუნდის ძირითადი მოთამაშე გახდება“.

საინტერესოა, რომ ფიდალგო ქართველ ფეხბურთელეს ისეთ მოთამაშეებს ადარებს, როგორებიც ვესლი სნეიდერი და სანტი კაზორლა იყვნენ.

„არაჩვეულებრივი დარტყმა აქვს… მარცხნიდანაც უტევს და მარჯვნიდანაც. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მოთამაშეა, ვინც კი ოდესმე მინახავს. არაპროგნოზირებადია და ფანტასტიკურად ურტყამს. მცველმა არ იცის, რომელ მხარეს აირჩევს. დარტყმის სტილით უესლი სნეიდერსა და სანტი კაზორლას შევადარებდი“.

ესპანელი სკაუტი იმასაც ამბობს, რომ ტაბატაძე ლა ლიგის დონის ფეხბურთელია და არ გამორიცხავს, რომ მალე უფრო მაღალ დონეზე იხილოს…

„ის პრიმერა დივიზიონის დონის მოთამაშეა, რომელიც ისეთ გუნდებს მოერგებოდა, როგორებიც ატლეტიკო, ვილიარეალი თუ სევილიაა. სამწლიან კონტრაქტს კადისში ნამდვილად არ ჩაამთავრებს. არ ვამბობ, რომ დღესვე უფრო მაღალი დონის გუნდში წავა, მაგრამ ადრე თუ გვიან მისი ტრანსფერი განხორციელდება. მისი ნიჭი კი ვიცოდი, მაგრამ არ მეგონა, თუ ასე სწრაფად მოერგებოდა”.

შეგახსენებთ, ტაბატაძე იბერია 1999-დან კადისში სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს გადავიდა. ანდალუსიურ გუნდს ოთხი ტურის შემდეგ რვა ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. კადისი მომდევო მატჩს 13 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე ეიბართან ითამაშებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები