გამოგვიწერეთ

კალათბურთი

თორნიკე შენგელია კატალონიიდან დუბაიში წავიდა

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას არაბეთის გაერთიანებული საამიროების გუნდ დუბაიში გააგრძელებს. ქართველი კალათბურთელი არაბულ კლუბს ბარსელონადან შეუერთდა. მან გამოსასყიდი თანხა 900 000 ევრო თავად გადაიხადა, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდა.

შენგელიამ დუბაისთან ხელი ორწლიან კონტრაქტს მოაწერა. იგი დუბაიში კვლავ ითანამშრომლებს მთავარ მწვრთნელ ხავი პასკუალთან, რომლის ხელმძღვანელობითაც წინა სეზონში ბარსელონაში თამაშობდა.

ქართველ კალათბურთელს ახალ კლუბში არაერთი სახელოვანი ვარსკვლავი დახვდება. გუნდში კლემენ პრეპელიჩი, დავის ბერტანსი, ელი ოკობო, მილოუკი ბაქსთან ერთად NBA-ს ჩემპიონი მამადი დიაკიტე, ჯასტინ ანდერსონი და სხვა ცნობილი კალათბურთელები არიან.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა კონტინენტზეა დუბაი ევროლიგაზე და ადრიატიკის ლიგაზე ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ გუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების შიდა ეროვნულ ჩემპიონატში არ მონაწილეობს.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი