გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მონტენეგრომ საქართველოსთვის შემადგენლობა დაასახელა

გააზიარეთ

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე მონტენეგროა, რომელმაც გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

მონტენეგროელები შეკრებას 10 აგვისტოს დაიწყებენ. ჩვენს მომავალ მეტოქეს ახალი ამერიკელი ჰყავს – იოგი ფერელი. გუნდში დაბრუნდა იაპონიის ლიგაში მოთამაშე 34 წლის ვეტერანი ფორვარდი ნემანია რადოვიჩი. გამოძახებულნი არიან გუნდის სხვა ლიდერებიც: მარკო სიმონოვიჩი (ტურკ ტელეკომი, თურქეთი), პეტარ პოპოვიჩი (ილირია, სლოვენია), ალეკსა ილიჩი (ბრეოგანი, ესპანეთი) და ზორან ვუჩელიჩი (დერბი). გამოძაბულთა შორის ასევე არიან აშშ-ს კოლეჯების ლიგაში (NCAA) მოთამაშე ჯორჯე იოვანოვიჩი, დავიდ მირკოვიჩი, მაკსიმ ბრნოვიჩი, ლუკა ბოგავაცი და ანდრია გრბოვიჩიც.

მონტენეგროს საკალათბურთო ნაკრები

იგორ დრობნიაკი, იოგი ფერელი, ემირ ჰაჯიბეგოვიჩი, დანილო ივანოვიჩი, ალეკსა ილიჩი, ჯორჯე იოვანოვიჩი, იოვან კლიაიჩი, ზორან ნიკოლიჩი, ანდრია სლავკოვიჩი, ფედორ ზუგიჩი, ბალშა ჟივანოვიჩი, ფილიპ ანჯუშიჩი, მილან შუშკავჩევიჩი, ბოიან ტომაშევიჩი, მაკსიმ ბრნოვიჩი, ჯორჯე გულიჩი, პეტარ პოპოვიჩი, ზორან ვუჩელიჩი, ნემანია რადოვიჩი, დავიდ ბოგავაცი, ანდრია გრბოვიჩი, მარკო სიმონოვიჩი.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი 28 აგვისტოს დაიწყება და პირველები სორედ საქართველო და მონტენეგრო ითამაშებენ. ჯგუფს ხუთი მოგებითა და ერთი მარცხით ესპანეთი ლიდერობს; მონტენეგროელებს ოთხი გამარჰვება აქვთ; ლიდერებს სამ-სამი მოგებით საქართველო, უკრაინა და საბერძნეთი მიჰყვებიან; ორი მოგება აქვს პორტუგალიას.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი