გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

იბერიამ ესტონეთში გამარჯვება იზეიმა

გააზიარეთ

თბილისის იბერია 1999-მა უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ჩემპიონმა ტალინში, ადგილობრივი ფლორა უხვგოლიან დაპირისპირებაში 3:2 დაამარცხა.

ქართული კლუბი 21 წუთის შემდეგ ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, მაგრამ მასპინძლები არ დანებდნენ და ბოლომდე იბრძოლეს.

ფლორამ პირველ ტაიმში ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო ბოლო ნახევარი საათი სულაც კაცნაკლულმა ითამაშა. მსაჯმა ესტონურ კლუბს 18 წლის თინეიჯერი აირონ კოლო WAR-ზე გადამოწმების შემდეგ გაუძევა. თუმცა, მასპინძლებმა კაცნაკლულებმაც მოახერხეს გათანაბრება. ეს 73-ე წუთზე მოხდა, მაგრამ სამ წუთში ბაქარ ქარდავამ კუთხურის შემდეგ თავით შეაგდო და გუნდს საჭირო გამარჯვება მოუპოვა.

იბერიასა და ფლორას განმეორებითი შეხვედრა თბილისში, 14 ივლისს, გაიმართება.

ამ წყვილიდან შემდეგ ეტაპზე გასული გუნდი სლოვაკურ ბრატისლავას სლოვანს შეხვდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები