გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“მათხოვრობა ჩემი მორალი არ არის” – გიორგი გველესიანი

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოცდილმა მცველმა გიორგი გველესიანმა ირანულ გამოცემა football360-თან ინტერვიუში თეირანის პერსოპოლისიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ქართველს კლუბში დარჩენა სურდა, თუმცა გუნდისგან ინიციატივა არ ყოფილა და კონტრაქტი აღარ გაგრძელდა.

“დარჩენა მინდოდა, რადგან ემოციური და პროფესიული კავშირი მქონდა როგორც კლუბთან, ისე გულშემატკივრებთან. მაგრამ, სამწუხაროდ, ოფიციალური მოლაპარაკება არ შედგა. მზად ვიყავი, მაგრამ მათხოვრული თხოვნა ჩემი სტილი არ არის,” – აღნიშნა გველესიანმა.

იგი წარსულ ტრავმებზე საუბრობს და ამბობს, რომ მუხლის პრობლემა წლების წინაც ჰქონდა, თუმცა პროფესიონალიზმი არასდროს დაუკარგავს და იშვიათად ტოვებდა მატჩებს.

“ყოველდღე ვვარჯიშობ მეომარივით. ახლა უფრო მოტივირებული ვარ, ვიდრე ოდესმე”, – ამბობს გიორგი.

გველესიანი ნაწყენიც დარჩა იმ ფაქტით, რომ 100 ჩატარებული მატჩის მიუხედავად, კლუბმა ის უბრალო მადლობის ჟესტითაც არ დაასაჩუქრა.

“მოლოდინი მქონდა, რომ თამაშის წინ ან შემდეგ სიმბოლურად მომცემდნენ 100-ნომრიან მაისურს, როგორც მადლიერების გამოხატვას. ეს წესიერი ტრადიციაა, მაგრამ არ მოხდა. ბოლოს, გასახდელში მშვიდად ჩამიდეს ჩანთაში, თუმცა არ მიმიღია და დღემდე არ მაქვს,” – ამბობს ქართველი მცველი.

გველესიანი ბოლოს გულშემატკივრებს მადლობას უხდის:

“თქვენი სიყვარული არასდროს დამავიწყდება. ამ ეტაპს არა როგორც დამშვიდობებას, არამედ როგორც სეზონის დასრულებას აღვიქვამ. ირანის მიმართ ჩემი პატივისცემა ყოველთვის დარჩება.”

ფეხბურთელი ამჟამად უკლუბოდაა, თუმცა აქტიურად ვარჯიშობს და კარიერის გაგრძელებისთვის მზად არის.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები