გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

,,ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ და მივაღწიოთ წარმატებას” – გიორგი ჯინჯოლავა.

გააზიარეთ

თბილისის იბერია 1999-ის კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ ლარნესთან გასამართ მატჩისწინა  პრესკონფერენციაზე სტუმრად, ჩატარებული შეხვედრა შეაფასა და ხვალინდელ დაპირისპირებაზე. ისაუბრა. ჯინჯოლავამ აღნიშნა, რომ ლარნესთან მატჩი მარტო იბერიას კი არა  მთლიანად საქართველოს ეხება

,,თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თუ რა პირობებში მოგვიწია თამაში ვთვლი, რომ ეს შედეგი არ იყო ცუდი.
განსაკუთრებით რთული გამოდგა იმ მოედანზე თამაში, რაც ლარნეს სტადიონზე იყო. ხელოვნურ მოედანზე ადრეც გვთამაშია მეც და გუნდსაც,  თუმცა ლარნეს სტადიონზე ძალიან ცუდი საფარი გახლდათ. ბურთის ტრაექტორიის განსაზღვრაც კი გვიჭირდა, რადგან ძალიან ცუდად მოძრაობდა.
ამას ისიც დაემატა თუ რა პირობებში მოგვიწია ფრენა. რთულია ღამის გათენება. კარგად ვიმგზავრეთ ,,ჯეტით, მაგრამ რაც არ უნდა კარგი სკამი იყოს ღამე წესიერად ძილი, მაინც ძალიან ჭირს და როდესაც გამოუძინებელი ხარ რთულია ესეთ პირობებში კარგი თამაში.
ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხს ამასაც. ვაბრალებთ. ამ ყველაფერს შემდეგ მატჩში გამოვასწორებთ.
წნეხი რა თქმა უნდა არის. ასეთი მნიშვნელობის მატჩში საქართველოს საკლუბო ფეხბურთში დიდი ხანია არ ყოფილა. სტადიონზე მაყურებელი იმიტომ უნდა მივიდეს, რომ ეს შეხვედრა არ ეხება მარტო იბერიას და რომელიმე ქართულ გუნდს, ეს ეხება მთლიანად საქართველოს. ეს ისეთი დღეა, როდესაც ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ და ერთად მივაღწიოთ წარმატებას” – აცხადებს გიორგი ჯინჯოლავა.

იბერია 1999-სა და ჩრდილოეთ ირლანდიის კლუბი ლარნეს შორის შეხვედრა 11 აგვისტოს, თბილისის ,,მიხეილ მესხის” სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები