გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მიჯრით მეორე

გააზიარეთ

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონია. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, შტურმის რიგებში საჩემპიონო სინი ზედიზედ მეორედ აღმართა.

საგულისხმოა, რომ გრაცელებმა მორიგი ტიტული ავსტრიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ვოლსბერგერთან დაპირისპირების შემდეგ მოიპოვეს, რომელშიც ასევე საქართველოს ნაკრების წევრი სანდრო ალთუნაშვილი ირიცხება. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, შტურმს 40 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში ყველასთვის მიუწვდომელი გახდა.

სასიხარულო ამბავია ისიც, რომ ოთარ კიტეიშვილი მიჯრით მეორედ დასახელდა ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც. შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილს 2024 წელს შტურმის შემადგენლობაში ავსტრიის თასის აქვს მოგებული.

2024/2025 წლის აწ უკვე დასრულებულ სეზონში შტურმის მაისურით ოთარ კიტეიშვილმა 32 მატჩში 12 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასიც მიითვალა. ქართველმა ფეხბურთელმა წლეულს ჩემპიონთა ლიგაზეც მოსინჯა ძალები და თავი ერთი გატანილი გოლითაც გამოიჩინა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები