გამოგვიწერეთ

ძიუდო

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

გააზიარეთ

ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მესამე მედალი გარანტირებული აქვს. ტატო გრიგალაშვილი ფინალშია…

ჯერ იყო და გიორგი სარდალაშვილმა (60) ბრინჯაოს მედალი აიღო; მერე ეთერ ლიპარტელიანმა (57) ვერცხლი ირგუნა; ახლა გრიგალაშვილის (82) ჯერია.

გრიგალაშვილმა საემიროების წარმომადგენელ გაჯიმურატ ომაროვს ორი იუოკი და ერთი ვაზარი იდენტური ილეთებით აართვა და მშვიდად გაიმარჯვა; შვეიცარიელ აურელიან ბონფეროვთან ვაზარს იპონი მიაყოლა; მეოთხედფინალში სერბი ნერკოვიჩი „გოლდენ სკორში“ გაფრთხილებებით მოახსნევინა და ნახევარფინალში კიდევ ერთ სერბზე – მიხაილო სიმინზე გავიდა, რომელიც იდენტურად დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ოქროს მედლისთვის ჩვენებური მასპინძელ ზელიმ ცკაევს დაეჭიდება.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ძიუდო