გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“მრჩება შეგრძნება, რომ ყველა დარტყმა გოლია”, – სქოულზი გიორგიზე

გააზიარეთ

ალისონ ბეკერის ტრავმამდე გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში სათამაშო დროით განებივრებული არ ყოფილა, თუმცა ბრაზილიელის დაზიანების შემდგომ, რომელიც მან გალათასარაისთან მატჩში მიიღო, ქართველმაც ძირითად შემადგენლობაში დაიბევა ადგილი.

სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ლივერპულის არც თუ ისე დამაჯერებელი ასპარეზობა. ჯერჯერობით, გიორგის მშრალი კარი არ აქვს, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობა მერსისაიდელების არადამაჯერებელ დაცვასაც ეკუთვნის.

ლივერპულში არსებულ პრობლემებზე კომენტარი მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ, პოლ სქოულზმა გააკეთა:

“ალისონის ტრავმა ლივერპულისთვის დიდი დანაკლისია. დღევანდელ ფეხბურთში მეკარის როლი იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე ადრე.

არ ვამბობ, რომ გიორგი მამარდაშვილი ცუდად თამაშობს, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა დარტყმა გოლია, რაც ცუდის ნიშანია”, – განაცხადა სქოულზმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები