გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“მხოლოდ ერთი კითხვის ნიშანია”, – ინგლისში გიორგი შეაფასეს

გააზიარეთ

ალისონ ბეკერის ტრავმის შემდგომ, გიორგი მამარდაშვილმა პრემიერ ლიგაში ლივერპულის მაისურით პირველად ითამაშა.

მისთვის სამწუხაროდ, არნე სლოტის გუნდი ლონდონის ჩელსისთან ბოლო წუთზე გატანილი გოლით მინიმალური სხვაობით დამარცხდა (1:2), თუმცა მამარდაშვილმა რამდენიმე დასამახსოვრებელი სეივი გააკეთა, გაშვებულ გოლებს კი ქართველს ვერ დავაბრალებთ.

ბრიტანული გამოცემა The Athletic მამარდაშვილის პერფორმანსს დადებითად აფასებს, თუმცა ერთ სათუო ასპექტსაც გამოყოფს:

“ბურთის მოგერიება მეკარის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა, რაც გიორგის ბრწყინვალედ გამოსდის, მან ორი რთული ბურთი აიღო. 

ერთადერთი, რაც ეჭვს ბადებს, მისი ფეხით ბურთის განაწილებაა. ბურთის ფლობისას ის მშვიდად იყო, თუმცა გარკვეულ მომენტებში შეცდომები დაუშვა. ალისონი გუნდს რამდენიმე კვირით დააკლდება, ხოლო, საწყის ეტაპზე, მამარდაშვილის თამაში კარგად უნდა შეფასდეს”, – წერს გამოცემა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები