გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

საბა გოგლიჩიძის მიმართ ინტერესი იზრდება

გააზიარეთ

იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, საბა გოგლიჩიძეს შესაძლოა ემპოლის დატოვება მოუწიოს. გუნდის სერია B-ში დაქვეითების შემდეგ, მისი მომავალიც ბუნდოვანი ხდება.

პედულას ცნობით, გოგლიჩიძით სერია A-ს რამდენიმე კლუბი ინტერესდება, მათ შორის პარმა, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში არ არის. მისით დაინტერესება ჩანს საუდის არაბეთიდანაც, სადაც გარკვეული შეთავაზება მოსალოდნელია, თუმცა კონკრეტული გუნდი ჯერ არ სახელდება.

ქართველი მცველი ზამთარშივე ახლოს იყო ემპოლიდან წასვლასთან, თუმცა მაშინ მისი ტრანსფერი რომაში ბოლო წუთს ჩაიშალა. გოგლიჩიძე ბოლო თვეებში არაერთ გუნდს დაუკავშირეს, მათ შორის: რომა, ფიორენტინა, ლაციო, სასუოლო, უდინეზე, სანდერლენდი და ნოტინგემ ფორესტი.

შეგახსენებთ, რომ გოგლიჩიძე ემპოლიში 2024 წლის იანვარში გადავიდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები