გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

რამაზ სვანაძე – მიხარია, რომ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ

გააზიარეთ

ეროვნული გუნდისგან განსხვავებით, გაგვახარა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში სტუმრად მალტა 5:0 გაანადგურა.

ცხადია, მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო 21 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე, რომელმაც მედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა.

„აუცილებელი და საჭირო 3 ქულა მოვიპოვეთ. მიხარია, რომ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ. გუნდი შეთამაშდა, სისტემურად იმოქმედა, მოედანზე ყველაფერი გააკონტროლა და შედეგიც მივიღეთ.

სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. ნოემბერში რთული შეხვედრები გველოდება და კარგად უნდა მოვემზადოთ. ნაკრების კანდიდატებმა თავიანთ კლუბებში თავი უნდა გამოიჩინონ. ახალი გუნდი ვართ და ლოგიკურია ის ადგილი, სადაც ვართ. მთავარია, რომ ბრძოლაში ვრჩებით. ნოემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ, კი ბევრი რამ გამოჩნდება“ – თქვა რამაზ სვანაძემ.

სამი ტური შემდეგ სვანაძის შეგირდები  ხუთი ქულით მესამე ადგილზე არიან. მომდევნო ორ მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 14 ნოემბერს სტუმრად საბერძნეთთან, ხოლო 18 ნოემბერს შინ გერმანიასთან გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ფეხბურთი