გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სპორტინგმა ქოჩორაშვილზე ზრუნვა უკვე დაიწყო – რა გეგმა აქვთ მისთვის

გააზიარეთ

გიორგი ქოჩორაშვილმა დადებული პირობა შეასრულა, ლევანტეს ლა ლიგაში ასვლაში დაეხმარა, პირველი ივლისიდან კი თავის ახალ გუნდ ლისაბონის სპორტინგში თამაშს დაიწყებს.

პორტუგალიური მედია იტყობინება, რომ სპორტინგში ქართველ ნახევარმცველზე ზრუნვა უკვე დაიწყეს – მათ ქოჩორაშვილს სპეციალური, მასზე მორგებული სავარჯიშო პროგრამა გაუგზავნეს, მიზანი კი ქართველის იდეალურ კონდიციებში ყოფნაა.

Record-ზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ქოჩორაშვილი ახალი სეზონისთვის ძალიან მოტივირებულია, მან სავარჯიშო პროგრამის მიხედვით ვარჯიში დაიწყო და საუკეთესო ფორმაში შესვლას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ სპორტინგმა წელს ზედიზედ მეორედ მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატი, ამის გარდა კი ქვეყნის თასი მოიგო.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები