გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სრული და დამაჯერებელი მამარდაშვილი

გააზიარეთ

ამას წინათ გამცნეთ, რომ აზიურ ტურნეში მყოფი ლივერპული ამხანაგურად იაპონურ იაკოჰამას უნდა დაპირისპირებოდა. ისიც გითხარით, რომ მერსისაიდელთა პირველმა მეკარემ ალისონ ბეკერმა შეკრება პირადი მიზეზების გამო დატოვა და ბრაზილიაში გაემგზავრა.

ბევრი მარჩიელობა არ იყო საჭირო იმის გამოსაცნობად, რომ ასეთ შემთხვევაში გიორგი მამარდაშვილს შანსი მიეცემოდა მატჩი სრულად ჩაეტარებინა და მოედანზე ნახევარი ტაიმი არ დაეყო, როგორც ეს აქამდე გამართულ სამ ამხანაგურ დაპირისპირებაში იყო.

ასეც მოხდა და საქართველოს ნაკრების მეკარემ აიკოჰამასთან სრულად ითამაშა. მან რამდენიმე კარგი სეივიც განახორციელა, განსაკუთრებით პირველი ტაიმის მიწურულს, როდესაც მარცხენა დაბალ კუთხეში დარტყმული ბურთი მოიგერია. მატჩი კი ლივერპულის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

მომდევნო მატჩს ლივერპული 4 აგვისტოს ესპანური ბილბაოს წინააღმდეგ გამართავს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ლეგიონერები