გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

სუს-მა ქართველი მწვრთნელი თაღლითობისთვის დააკავა

გააზიარეთ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საფეხბურთო კლუბ გარდაბანის მწვრთნელი დააკავა. საქმე ეხება სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტს. ასევე დაკავებულია ნიგერიის მოქალაქეც.

გამოძიებით ირკვევა, გარდაბნის მწვრთნელმა, 3 000 დოლარის სანაცვლოდ, ნიგერიის მოქალაქე კლუბში ფიქტიური ხელშეკრულებით გააფორმა, რითაც საქართველოში დროებითი ბინადრობის მოწმობის აღებაში დაეხმარა. გარდაბანის მწვრთნელს სასჯელის სახით შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აი, რა წერია სუს-ის განცხადებაში:

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა ნიგერიის მოქალაქემ და შპს საფეხბურთო კლუბ გარდაბნის მწვრთნელმა, საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწმობის აღებაში დახმარების მიზნით, ნიგერიის მოქალაქე ფიქტიური ხელშეკრულებით გააფორმეს ამავე საფეხბურთო კლუბში, რის სანაცვლოდაც მისგან აიღეს 3 000 აშშ დოლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს,  რაც სასჯელის სახით 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

გარდაბანი ეროვნულ ლიგა 3-ში გამოდის. 15 ტურის შემდეგ გუნდს 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა, უახლოეს მატჩს კი, 6 აგვისტოს, გარდაბნის ცენტრალურ სტადიონზე ვიტ ჯორჯიასთან გამართავს.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი