გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელია: წაგებების შემდეგ გუნდის მორალი მაღალი არ იყო

გააზიარეთ

ევრობასკეტზე ესპანეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ პრესკონფერენციაზე გულახდილად შეაფასა შეხვედრა და თავისი გუნდის გზა გამარჯვებამდე.

„ყველაზე მეტად ყურადღებას საკუთარ თავზე კი არა, გუნდზე ვამახვილებ. ვფიქრობ, ფანტასტიკური საქმე გავაკეთეთ. ფარზე კარგად ვიბრძოდით, ბურთსაც სწორად ვანაწილებდით და როცა სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ, შედეგიც მივიღეთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მომავალშიც უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ. ეს იყო შესანიშნავი მატჩი, კარგი დასაწყისი და გამორჩეული შედეგი. უზომოდ ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით, სამწვრთნელო შტაბით და ყველა იმ ადამიანით, ვინც მხარში დაგვიდგა,“ – განაცხადა კაპიტანმა.

შენგელიამ საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა: „ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბევრი არაფერი გამიკეთებია – მხოლოდ ვისვენებდი. რეალურად სამი დღის წინ ჩამოვედი გუნდში. არ დამიმალავს და არც ახლა დავმალავ, რომ ექვსი ზედიზედ წაგების შემდეგ გუნდის მორალი მაღალი არ იყო. თუმცა ჩვენ საკუთარ თავში და ერთმანეთში რწმენა შევინარჩუნეთ. სწორედ ეს გახდა გადამწყვეტი. არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვეთამაშებით – მთავარია, როგორ ვთამაშობთ. თუ ერთმანეთის ნდობა და საკუთარი თავის რწმენა კიდევ უფრო გაგვაძლიერდება, ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან შეგვიძლია ძალიან მაღალ დონეზე ვიასპარეზოთ.“

მამუკელაშვილის ბრწყინვალე თამაშზე კაპიტანმა აღნიშნა: „მართლა ბედნიერი ვარ, რომ სანდრომ თავისი შესაძლებლობები ბოლომდე აჩვენა და ‘იფრინა’. თუმცა ერთმა კაცმა ვერაფერს შეცვლის – ეს გუნდური თამაშია და სწორედ გუნდზე ვამაყობ.“

შენგელიამ ყურადღება სამწვრთნელო შტაბსაც დაუთმო: „მწვრთნელ ჯიკიჩს ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა. ხანდახან ერთი-ორი, ზოგჯერ სამი მოთამაშეც აკლდა, ვარჯიშზე კი მხოლოდ რვა კაცი ჰყავდა. კაპიტანიც გვერდით არ ჰყავდა. ასეთ დროს მწვრთნელი მარტო ტაქტიკოსი კი არა, დიდი ფსიქოლოგიც უნდა იყოს. ჯიკიჩმა საოცარი სამუშაო შეასრულა და ეს გამარჯვება მხოლოდ მოთამაშეების კი არა, მისი დამსახურებაც არის.“

საქართველოს ნაკრების კაპიტნის თქმით, ესპანეთთან მოპოვებული სენსაციური გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია და მთავარი გამოწვევები ჯერ კიდევ წინ არის.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი