გამოგვიწერეთ

ნაკრები

სანიოლიმ ფარერებთან საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

გააზიარეთ

ფარერების ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მინიმალური სხვაობით, 1-0 იმარჯვა, მატჩის ერთადერთი გოლი კი ლუკა ლოჩოშვილმა შეაგდო.

შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჯვაროსნების თავკაცმა, ვილი სანიოლიმ, მედიის კითხვებს უპასუხა და თავისი აზრით მატჩის საუკეთესოც დაასახელა:

“სექტემბრის თამაშებზე ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია. ლუკა ლოჩოშვილი სომხეთთან ცენტრალურ მცველად კარგი იყო, თუმცა ლოჩოშვილი ფლანგზეც კარგი ვარიანტია. 

ვფიქრობ, საბა ლობჟანიძე მარცხენა ფლანგიდან უკეთესია და დღეს საუკეთესო იყო მოედანზე. ბოლო დროს ბევრ სათამაშო დროს ვერ იღებდა, თუმცა დღევანდელი შეხვედრა სამომავლოდ გამოადგება”, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები