გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

UEFA-მ საუკეთესოდ რაისი მიიჩნია, კვარა სიმბოლურშია

გააზიარეთ

UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩების საუკეთესო ფეხბურთელად დეკლან რაისი დაასახელა, ხოლო სიმბოლურ ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელიაც შეიყვანა.

აი, რას წერია UEFA-ს ვებ-გვერდზე:

„კვარაცხელიას ამ კვირაში ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი (7) ჰქონდა. ქართველი ფეხბურთელი შესანიშნავი იყო გადაწყვეტილებების მიღებაში და უსმან დემბელეს იდეალური საგოლე პასი გაუკეთა და ფინალის გზაზე მეექვსე ასისტი მიითვალა“

სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:

მეკარე: დავიდ რაია (არსენალი);

მცველები: მარკ პუბილი (ატლეტიკო), ვილიამ სალიბა (არსენალი), ვილიან პაჩო (პსჟ);

ნახევარმცველები: დეზირე დუე, ხვიჩა კავარაცხელია (ორი პსჟ), დეკლან რაისი (არსენალი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი);

თავდამსხმელები: ბუკაიო საკა (არსენალი), უსმან დემბელე (პსჟ), ლუის დიასი (ბაიერნი).

შეგახსენებთ, კვარაცხელიას მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის 15 მატჩი, 10 გოლი და 6 საგოლე პასი მოუგროვდა. გოლებით კვარაცხელია მხოლოდ კილიან მბაპესა (15+1) და ჰარი კეინს (14+2) ჩამორჩება. საგოლე ქმედებებით კი, მათთან თანაფარდობა აქვს. თუმცა, ჩვენებურს ფინალი სათამაშო აქვს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ევროტურნირები