გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

გიორგი მიქაუტაძე – ჩვენ დავბრუნდებით უფრო ძლიერები, ვიდრე ოდესმე

გააზიარეთ

ოქტომბრის სანაკრებო მატჩები ჯვაროსნებისთვის წარუმატებელი გამოდგა. საქართველოს ნაკრებმა 2026 წლის მონდიალზე მოხვედრის შანსი სტუმრად ესპანეთთან და თურქეთთან განცდილი მარცხების შემდეგ დაკარგა. განსაკუთრებით მტკივნეული იყო ჩვენ მეზობლებთან გამანადგურებელი ანგარიშით წაგება.

აღნიშნულ მარცხებთან და ზოგადად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების და ესპანური ვილიარეალის ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

„რა თქმა უნდა ამ ორი მარცხით ძალიან ვართ დამწუხრებულნი და ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ თვითკრიტიკა, რათა გავიგოთ თუ რატომ ვერ შევძელით ჩვენი ძალის ჩვენება, მაგრამ ჩვენ ვართ საქართველო და ჩვენ დავბრუნდებით უფრო ძლიერები და უფრო ერთიანები, ვიდრე ოდესმე. 

გმადლობთ თქვენ მხარდაჭერისთვის – ესპანეთიდან თურქეთამდე. თქვენ საოცრები იყავით და ჩვენ ნამდვილად ვაცნობიერებთ რა დიდი ბედნიერებაა, რომ გვყავს ასეთი გულშემატკივრები და ასეთი ერი ჩვენს გვერდით. გმადლობთ ყველაფრისთვის“.

საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორ მატჩს ნოემბერში შინ ესპანეთთან და გასვლაზე ბულგარეთთან გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ფეხბურთი