გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გოჩოლეიშვილის წითელი ბარათი და მარცხი

გააზიარეთ

ბუნდესლიგის ახალ სეზონში გიორგი გოჩოლეიშვილის ჰამბურგი კვლავ გამარჯვების გარეშეა – მეორე ტურში ისინი სანტ პაულთან 0-2 დამარცხდნენ.

გარდა მარცხისა, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ეს მატჩი საშინელი გამოდგა გიორგი გოჩოლეიშვილისთვის, რომელიც ორი ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძევეს.

ქართველმა განაპირა მცველმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ერთი გაფრთხილება პირველ ტაიმში მსაჯთან კამათის გამო მიიღო, მეორეჯერ კი მსაჯისგან ყვითელი ბარათი უხეში თამაშის გამო დაიმსახურა.

რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, ჰამბურგმა მეტოქისგან ორი უპასუხო გოლი მიიღო, ჯერ პირველ ტაიმში ადამ სვიგალასგან, შემდეგ კი ანდრეას ჰონდტუდისგან.

ორი ტურის შემდეგ ჰამბურგის ანგარიშზე მხოლოდ ერთი ქულაა. გუნდი ბუნდესლიგაში მე-11 ადგილზეა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები