გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ის არ იყიდება – უოტფორდში საბოლოო განცხადება გააკეთეს

გააზიარეთ

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ გიორგი ჩაკვეტაძემ ვალენსიასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მისი ლა ლიგაში ტრანსფერი არ შედგება.

აღნიშნული ინფორმაცია უოტფორდის სპორტული დირექტორის ასისტენტმა, ვალონ ბეჰრამიმ, BBC Three Counties Radio-თან საუბრისას დაადასტურა:

“ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, ჩვენი ერთადერთი საზრუნავი მისი ჯანმრთელად დაბრუნებაა. გიორგი რამდენიმე დღის წინ უცხოელ სპეციალისტთან გაემგზავრა რეაბილიტაციისთვის. ახლა ყველანაირი ინფორმაცია გვაქვს, რომელიც მის ფორმაში დასაბრუნებლად დაგვეხმარება.

ჩაკვეტაძე არ იყიდება! ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, ვისი ფორმაში შესვლაც გვადარდებს და ეს ერთადერთია, რაზეც ახლა ვართ კონცენტრირებულნი”, – განაცხადა ბეჰრამიმ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები