გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ლუის ენრიკე – ამ გამარჯვებამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა მართლაც რომ დიდებულად ითამაშა და სტუმრად ლევერკუზენის ბაიერი 7:2 გადათელა. სამი ტურის შემდეგ პსჟ ქულათა მაქსიმუმით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩი კიდევ ერთ გერმანულ კლუბთან მიუნხენის ბაიერნთან ელის.

მატჩის შემდეგ პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მედიას ლევერკუზენთან გამარჯვებასა და მომდევნო მატჩების მნიშვნელობაზე ესაუბრა:

„ეს დიდებული გამარჯვება იყო, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს. ცხადია, ახლა ჩემი და გუნდის ქომაგების შეგრძნება მხოლოდ დადებითია. გამარჯვებას რომ ვიმსახურებდით მატჩის დასაწყისიდანვე ჩანდა. ჩემმა გუნდმა მართლა არაჩვეულებრივად ითამაშა.

სტუმრად თამაში, მითუფრო გერმანულ გუნდებთან ყოველთვის რთულია, მაგრამ ფეხბურთელებმა მოედანზე თავიანთი სამუშაო ბრწყინვალედ შეასრულეს. მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია – ვამაყობ ამ გუნდით.

წინ გრძელი სეზონი გველის. ბუნებრივია, რომ ტიტულის შენარჩუნება გვსურს, საამისოდ კი თითოეულ მატჩს მაქსიმალურად მობილიზებულნი უნდა შევხვდეთ. ბაიერნი შესანიშნავი გუნდია და რთული მატჩი გველის, მაგრამ ჩემი გუნდის მჯერა“ – ამბობს ფრანგული გრანდის ესპანელი დამრიგებელი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ფეხბურთი