გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მაქსიმუმ 6.0 ქულა – როგორ აფასებს მედია მამარდაშვილს

გააზიარეთ

ლივერპულს პრემიერ ლიგაში სერიოზული კრიზისი აქვს. მართალია, გიორგი მამარდაშვილი ალისონ ბეკერის ტრავმის ფონზე გუნდის ძირითადი მეკარეა, თუმცა არნე სლოტის შეგირდები პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩს თმობენ, ამჯერად ბრენტფორდის წინააღმდეგ.

ბუნებრივია, მატჩში, რომელშიც ლივერპულმა სამი გოლი გაუშვა, გიორგი მამარდაშვილის შეფასება არც ისე მაღალი იქნება. ბრიტანული მედია ქართველის რამდენიმე კარგ სეივს აფასებს, თუმცა მის გარჯას მაქსიმუმ 6.0 ქულას აძლევს:

Goal – 5 ქულა: ტრავმირებული ალისონის ნაცვლად კვლავ გიორგი მამარდაშვილი ვიხილეთ, რომელმაც რამდენიმე კარგი სეივი გააკეთა, მაგრამ ბრენტფორდის გოლების წინააღმდეგ ვერაფერი გაანწყო. კვლავ მშრალი კარის მოლოდინშია.

Liverpool Echo – 6 ქულა: ბრენტფორდის გოლების ეპიზოდში უძლური იყო, თუმცა შორი მანძილიდან რამდენიმე კარგი სეივი გააკეთა.

Liverpool.com – 5 ქულა: ფეხით თამაში უჭირდა და შადეს დარტყმა ვერ მოიგერია, თუმცა შორეული მანძილიდან კარგი ბურთები მოიგერია.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ლეგიონერები