გამოგვიწერეთ

ძიუდო

მსოფლიო უნივერსიადა და სოფიოს მეხუთე

გააზიარეთ

გერმანიაში მიმდინარე მსოფლიო უნივერსიადაზე ქართული მედლების ყულაბა კიდევ ერთი, ამჯერად ბრინჯაოს მედლით შეივსო.

სოფიო სომხიშვილის წარდგენა საჭირო ნამდვილად არ უნდა იყოს. რამდენიმე თვის წინ სწორედ მისმა გადამწყვეტმა გამარჯვებამ მოუტანა საქართველოს ძიუდოისთტა ნაკრებს ევროპის გუნდური ჩემპიონობა.

ახლა კი სომხიშვილმა თავი მსოფლიო უნივერსიადაზეც გამოიჩინა. რუსი ალფია დაშკინას და პოლონელი კინგა ვოლჩაკის ძლევის შემდეგ ნახევარფინალში გავიდა, სადაც იაპონელ მიკი მუკუნოკისთან დამარცხდა, თუმცა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ყაზახ აკერკე რამაზანოვას აჯობა და ბრინჯაოსაც დამსახურებულად დაეუფლა.

მსოფლიო უნივერსიადა 27 დასრულდება, საქართველოს დელეგაცია კი საერთო გუნდურ ჩათვლაში ამ ეტაპზე 5 მედლით 21-ე ადგილზეა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ძიუდო