გამოგვიწერეთ

ხელბურთი

ნეტავ მოგება რა ხილია…

გააზიარეთ

მეხუთე სათამაშო დღე და ამდენივე მარცხი. ასეთია თელავში მიმდინარე 19 წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების „მონაგარი“.

ილუზიებით არ ვიკვებებით და ცხადია არც ციდან ვარსკვლავების მოწყვეტას ველოდით, მაგრამ სიმართლე ითქვას გულის სიღრმეში თუნდაც ერთი გამარჯვების ალბათ კი გვეიმედებოდა.

არ გამოვიდა. ჩვენმა გოგონებმა ამჯერად ბულგარელ თანატოლებთან 29-33 დათმეს და ტურნირიც უკანასკნელ მე-10 ადგილზე დაასრულეს.

თავს მხოლოდ იმით თუ დავიმშვიდებთ, რომ წინა ოთხ მეტოქესთან შედარებით, ჩვენმა გოგონებმა ყველაზე მეტი გოლი ამ მატჩში გაიტანეს.

შედეგი შედეგად და მიუხედავად ტურნირზე განცდილი ყველა მარცხისა, დადებითი ალბათ მხოლოდ ის თუ იქნება, რომ გიორგი გვაზავას შეგირდებმა კარგი გამოცდილება შეიძინეს, რაც მომავალ შეჯიბრებებში უნდა გამოადგეთ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ხელბურთი