გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სენტ ეტიენის მწვრთნელი: ასეთი მოთამაშეები სჭირდება ჩვენს გუნდს

გააზიარეთ

საფრანგეთის მეორე ლიგის მესამე ტურში სენტ ეტიენმა სტუმრად ბულონი მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ეირიკ ჰორნელანის გუნდისთვის ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა.

24 წლის ქართველი ფეხბურთელი ამ სეზონში შესანიშნავ ფორმაშია. გასულ ტურში მან როდეზის კარში გაიტანა (4:0), ახლა კი კიდევ ერთხელ გადაარჩინა გუნდი.

მატჩის შემდეგ სენტ ეტიენის მთავარი მწვრთნელი ეირიკ ჰორნელანი განსაკუთრებული ქებით გამოეხმაურა დავითაშვილის თამაშს:

“ზურიკო უმაღლესი დონის ფეხბურთელია. პრესეზონის პერიოდში ბოლომდე მზად არ იყო, მაგრამ ჯერ კიდევ შეუძლია მეტის ჩვენება. ბოლო ორ შეხვედრაში გადამწყვეტი როლი შეასრულა და სწორედ ასეთი მოთამაშეები სჭირდება ჩვენს გუნდს. გოლებითა და საგოლე მოქმედებებით სენტ ეტიენს დიდ ძალას მატებს“, – აღნიშნა ჰორნელანმა.

სეზონის დაწყების შემდეგ დავითაშვილს უკვე ორი გოლი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში მასზე არაერთი კლუბი დაინტერესდა და საფრანგეთიდან წასვლაზე აქტიურად წერდნენ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი კვირით ადრე ქართველის დარჩენის შანსი საკმაოდ დიდია.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები