გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

“ტიტულების მოსაგებად ასეა საჭირო”, – ენრიკემ გადაწყვეტილება ახსნა

გააზიარეთ

ლიგა 1-ის პირველ ტურში პსჟ-მ ნანტი მინიმალური სხვაობით, 1-0 დაამარცხა, ეს კი, იმის გათვალისწინებით, რომ ლუის ენრიკემ ლიდერების უმრავლესობა დაასვენა.

დასვენების საშუალება მიეცა ხვიჩა კვარაცხელიასაც, რომელიც მოედანზე ბოლო 15 წუთში შევიდა გონსალო რამოშის ნაცვლად. ასევე სათადარიგო სკამზე იყვნენ ნუნო მენდეში, ვილიამ პაჩო, აშრაფ ჰაკიმი და ა.შ.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, როტაცია მნიშვნელოვანია და ის ეცდება, შანსი ყველა ფეხბურთელს მისცეს:

“ჩემი მთავარი მიზანი გუნდის გაუმჯობესებაა. ლიგა 1-ის პირველმა ტურმა გვაჩვენა, რომ ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ ვართ, ბურთს კარგად ვერ ვგრძნობთ. 

ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს მოსწონთ მნიშვნელოვან მატჩებში თამაში, მაგრამ ტიტულების მოსაგებად ყველა ფეხბურთელის ჩართვა მჭირდება. ვეცდები, თითოეულ მათგანს განვითარების შანსი მივცე”, – განაცხადა ენრიკემ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები