გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

უოტფორდს ჩაკვეტაძის გაშვება არ უნდა

გააზიარეთ

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ვალენსიასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ტრანსფერისთვის მხოლოდ უოტფორდისა და ღამურების გარიგებაა საჭირო.

როგორც ინგლისურ კლუბთან დაახლოებული წყარო Watford Observer-ი იტყობინება, უოტფორდის პოზიცია უცვლელია – ისინი ქართველი ფეხბურთელის გაყიდვით დაინტერესებულნი არ არიან. ცნობისთვის, “ბზიკების” პოზიცია აქამდეც მსგავსი იყო – მათ ჩაკვეტაძის შენარჩუნება სურდათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ წყაროს ინფორმაციით, ჯერჯერობით, ვალენსიას მხრიდან უოტფორდთან კომუნიკაცია არ ყოფილა, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, ამან რაიმე შეცვალოს, რადგან პრობლემა სატრანსფერო თანხაა. ჩემპიონშიფის ბინადრებს ჩაკვეტაძის გაყიდვა ისედაც არ სურთ, რის გამოც გიორგის დიდ ფასს ადებენ.

როგორც ირკვევა, ტრანსფერის შანსებს მხოლოდ ერთი გარემოება, ანდრე ალმეიდას გაყიდვა გაზრდის. თუ ვალენსიამ თავისი ნახევარმცველი სარფიანად გაყიდა, შესაძლოა უოტფორდის მოთხოვნილი თანხაც გადაიხადოს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები