გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ცნობილია რა თანხა აიღო ლიონმა მიქაუტაძის ტრანსფერით

გააზიარეთ

ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე კარიერას ესპანეთში, ვილიარეალის რიგებში გააგრძელებს. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ახლა მხოლოდ ოფიციალური განცხადება რჩება.

ტრანსფერის თანხამ 30 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ლიონისთვის სოლიდური მოგებაა, რადგან ქართველ ფორვარდში ფრანგულმა კლუბმა გასულ წელს მეცს 18.5 მილიონი გადაუხადა.

მიქაუტაძე ვილიარეალის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდება. რამდენიმე დღის წინ ესპანელებმა პორტუგალიელი მცველი რენატო ვეიგა 28 მილიონად დაიმატეს და სწორედ ის ფლობდა კლუბის სატრანსფერო რეკორდს, თუმცა მალე პირველ ადგილზე ქართველი თავდამსხმელი გადავა.

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის დასაწყისში ლიონი მიქაუტაძეს ხელშეუხებლად მიიჩნევდა, ბოლო დღეებში სიტუაცია შეიცვალა. ფრანგულ კლუბს დაახლოებით 40 მილიონი ევროს დამატებითი შემოსავალი სჭირდებოდა და სწორედ ქართველი ფორვარდი აღმოჩნდა გაყიდვის მთავარი კანდიდატი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები