გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ალისონი გამოირიცხა – გიორგის შანსი სტემფორდ ბრიჯზე

გააზიარეთ

„დარწმუნებულები იყავით, რომ პრემიერლიგის მომდევნო ტურში ლივერპულის კარში ალისონი არ იდგება. ის იმედგაცრუებულია, რადგან როდესაც მოედნიდან ასეთ ვითარებაში გადიხარ, პოზიტიური არასდროს არის.

ცხადია, მეც გულდაწყვეტილი ვარ. მარცხი ყოველთვის მტკივნეულია, მითუმეტეს ასეთი დონის ტურნირზე. ეს განსხვავებული თამაში იყო, ისევე როგორც განსხვავებული ორი ტაიმი. გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი გავუშვით ხელიდან.

წინა სეზონის ფორმისგან ჯერ შორს ვართ. გალათასარაისთან სტამბულში თამაში ადვილი არავისთვის არის. ცუდია, რომ დავმარცხდით, მაგრამ ახლა ჩელსისთან მოახლოებულ მატჩზე უნდა გადავერთოთ“ – აღნიშნა არნე სლოტმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში გალათასარაისთან მარცხის შემდეგ.

ამრიგად, ალისონ ბეკერმა ტრავმა მიიღო და ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი მამარდაშვილის მოულოდნელი დებიუტიც შედგა, როგორც მერსისაიდელთა დამრიგებლისგან გავიგეთ, ბრაზილიელი კიპერის თამაში შაბათს ჩელსისთან გასამართ დაპირისპირებაში გამორიცხულია და ლივერპულის კარში გიორგი მამარდაშვილი იქნება.

არისტოკრატების და ლივერპული ჯახი 4 ოქტომბერს „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართება.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები